თურქეთში სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის საქმეზე 11 ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
სასტუმროს მფლობელი ჰალიტ ერგული იმ 11 ბრალდებულს შორის იყო, რომლებსაც ბოლუს პროვინციის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ერგულის გარდა, ბრალდებულებს შორის იყვნენ სასტუმროს საბჭოს წევრები, მენეჯერები და პერსონალი, ასევე მერის მოადგილე და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.
ექსპერტების თქმით, სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ელემენტარული ზომები არ ჰქონდა.