თინათინ გოგრიჭიანი: 40 000-ლარიანი ზღვარი ვრცელდება მხოლოდ დასაბეგრ ქონებასთან მიმართებით

“40 000-ლარიანი ზღვარი ვრცელდება მხოლოდ დასაბეგრ ქონებასთან მიმართებით,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა, თინათინ გოგრიჭიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მიწაში იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწები.

„40 000-ლარიანი ზღვარი ვრცელდება მხოლოდ დასაბეგრ ქონებასთან მიმართებით, დასაბეგრ მიწაზე დეკლარაციის ვალდებულება და ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება გვაქვს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენს სახელზე, 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში ირიცხება მიწა. მიწაში იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწები. დასაბეგრ მიწაში ასევე იგულისხმება სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული მიწა, რომელსაც პირი ფლობს ან სარგებლობს მისით, ასევე გარდაცვლილის სახელზე რიცხული მიწა, რომელსაც დეკლარანტი იყენებს“, – აღნიშნა თინათინ გოგრიჭიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა 3 ნოემბერს იწურება.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები