ევროკავშირის საბჭო უკრაინას 35 მილიარდ ევროს კრედიტს გამოუყოფს

ევროპის კავშირის საბჭომ უკრაინისთვის 35 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო,- ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, თანხები „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში იქნა მოძიებული.

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ საკრედიტო თანამშრომლობის მექანიზმიც დაამტკიცა, რომელიც უკრაინას 45 მილიარდი ევროს ოდენობის უკვე არსებული კრედიტის დაფარვაში დაეხმარება.

ევროკავშირი გეგმავს, რომ ახალი კრედიტი უკრაინისთვის ხელმისაწვდომი წელსვე გახდეს, ხოლო არსებული ვალის დაფარვა, მაქსიმუმ, 45 წლის მანძილზე მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები