გიორგი ჩაკვეტაძე: იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა შეიძინა, არის ფასდაუდებელი რელიკვია, რომელიც სახელმწიფოს გადაეცა

ეს არის ძალიან დიდი ქველმოქმედება, მეცენატობა,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნის საქართველოში დაბრუნებას.

„ეს არის ძალიან დიდი ქველმოქმედება, მეცენატობა. ის რომ იოანე ზოსიმეს ისტორიული ხელნაწერები ბრუნდება და თავის ადგილს იმკვიდრებს საქართველოში, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს, მის ოჯახს“, – აღნიშნავს ჩაკვეტაძე.

ცნობისთვის, იოანე ზოსიმეს ხელნაწერი წიგნი საქართველოს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა აჩუქა. საგანძური კრისტის აუქციონზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ მილიონ ფუნტად შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები