ყანობში შვიდი ქუჩის ორმოცზე მეტ ოჯახს, ეკოლოგიურად სუფთა, სასმელი და სავარგულებისათვის სამყოფი წყალი ექნება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ყანობში წყალმომარაგების სისტემის შიდა სასოფლო ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა და ძველი მილები, სასმელი წყლის დანაკარგს იწვევდა, ამიტომ წყლის სისტემა და მილების დიამეტრი შეიცვალა.

„ტენდერში გამარჯვებული კომპანია, წყლის ახალ სისტემას, ორი ათას ხუთას მეტრიან მონაკვეთზე მოაწყობს.

პროექტის ღირებულება 105 000 ლარს აჭარბებს, მისი დასრულების შემდეგ, 7 ქუჩის 40-ზე მეტ ოჯახს, ეკოლოგიურად სუფთა, სასმელი და სავარგულებისათვის სამყოფი წყალი ექნება.

რეაბილიტაციის პროექტს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი, ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად გაეცნო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები