ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანიდან რაკეტების გაშვების შესახებ განაცხადეს.
„რამდენიმე ხნის წინ ირანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს. თქვენ გევალებათ იყოთ ფხიზლად და მკაცრად მიჰყვეთ მთავარი ფრონტის სარდლობის მითითებებს. <…> IDF აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – ნათქვამია IDF-ის „ტელეგრამის“ არხზე.
როგორც უცხოური მედია იუწყება, მთელ ებრაულ სახელმწიფოში საჰაერო თავდასხმის სირენები გაისმა.