“კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის ყოველგვარი ზღვარი წაშლილია” – ოხანაშვილი

“კონკრეტულ სამოქალაქო ორგანიზაციებად წოდებულ ორგანიზაციებსა და კონკრეტულ პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ყოველგვარი ზღვარი წაშლილია”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

“კონკრეტული პირები, ერთდროულად საქმიანობენ როგორც სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები და არიან გაწევრიანებული სამოქალაქო საზოგადოებაში, და ამავდროულად, იგივე პირები არიან კონკრეტული პოლიტიკური ოპოზიციური პარტიის წევრები. ეს ყოველგვარ ზღვარს მიღმაა. ეს კონკრეტული ორგანიზაციები გასული არიან ყოველგვარ დემოკრატიული ჩარჩოდან და პირდაპირ არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დანამატები და დაჯგუფებები. ამ პარტიაში გაწევრიანებული არა ერთი პირი ცდილობს საზოგადოებას თავი წარუდგინოს როგორც ნეიტრალური დამკვირვებელი”, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები