მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა
მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე ცხელ კვალზეა დაკავებული.
უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, წუხელ თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე ერთი ადამიანი დაჭრეს. მამაკაცს სხეულზე რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.