თბილისში გაიზარდა, თუმცა სულ დედულეთისკენ უწევდა გული – არდადეგებს ბორჯომში ატარებდა.
პროფესიით სამართალმცოდნეა. 2015 წელს შემეძინა შვილი, ბევრი თანდაყოლილი პათოლოგიით. „ძალიან რთული წლები განვვლეთ. 9 წელია საავადმყოფოს კარი არ გამოგვიხურავს… სულ მჭირდებოდა დახმარების თხოვნა, რადგან დაავადების სიმძიმის გამო ვერ ვახერხებდი მუშაობას, საკუთარი თავის რეალიზაციას…
ხატვა მოულოდნელად დავიწყე, როდესაც ერთ დღეს მომინდა, დამეხატა შვილი, რომელიც ეტლიდან ადგა“…
მას შემდეგ 2 წელია ხატავს. ამბობს, რომ ცხოვრებაში ფუნჯი არ სჭერია, უფლის წყალობაა, რომ ხატავს.
„ვფიქრობ იმედი არ უნდა გადაიწურო… რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოჩნდე, ყოველთვის გამოჩნდება გზა. მთავარია გვწამდეს“! – მაიკო აბზიანიძის პერსონა.
– ბავშვობიდან საინტერესო?
– მამასთან გატარებული ყოველი წუთი. ბავშვობაში ხშირად პრინცესულ კაბებს და ყვავილებს ვხატავდი.
– პროფესიით სამართალმცოდნე ხართ, თუმცა სხვადასხვა მიზეზის გამო სხვა სამუშაოს ასრულებდით… თუ გრძნობდით მაშინ, რომ ხატვას დაიწყებდით?
– არასოდეს მიფიქრია, რომ დავხატავდი, მიდრეკილება მქონდა, ვიღაც გადამერჩინა, ადამიანები გამეკურნა… თოჯინა და თბილი სათამაშო არ დავტოვე, რომელზედაც ნემსის გაკეთება არ მიცდია, სულ მინდოდა სამედიცინო სფერო.
– ძალიან რთული პერიოდი გქონდათ, როდესაც შვილის გამო 9 წელია საავადმყოფოს კარი არ გამოგიხურავთ… ამის შემდეგ დაიწყეთ ხატვა…
– ბევრი რამ ვცადე, რადგან შვილის მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ვმუშაობდი, მაგრამ სახლიდან რეალიზება ვერ მოვახდინე. ასე უცბად მომინდა ჩემი შვილის დახატვა… ბევრიც ვიტირე და თავს პირობა მივეცი, უფრო მეტი მომენდომებინა…. მახსოვს, ყველაზე იაფიანი პალიტრა და ყველაზე პატარა ტილოები ვიყიდე.
– ორი წელია მოყვარული მხატვარი ხართ. რა არის თქვენთვის შთაგონება?
– შთაგონების გარეშე არაფერი გამოვა, ჩემი შვილი (დადუა) არის ჩემი შთაგონების წყარო. ყოფილა მომენტი, ღამე ავმდგარვარ და დამიხატავს ბუნება…. ვგიჟდები შემოდგომაზე.
– საინტერესო ისტორია.
– ჩემს შემოქმედებაში მესამე ნამუშევარია ყველაზე საინტერესო. როცა ვფიქრობდი, რომ ჩანჩქერს ვხატავდი ბუნებაში, ჩემდა გასაოცრად, სილუეტი გამოისახა…. ღვთისმშობელს მივამსგავსე, მაშინ მივხვდი,ეს უფლის წყალობა იყო.
– წინასწარ თუ იცით, რას დახატავთ?
– ძირითადად, ხასიათს ვუწყობ ხელს და ვიცი, რა მინდა დავხატო, უფრო პეიზაჟები და ყვავილების ხატვა მაბედნიერებს.
– როდის ხატავთ, დროს როგორ ანაწილებთ?
– რთულია ეს საკითხი, რადგან დროში შეზღუდული ვარ და ვცდილობ, 1 საათი მაინც გამოვიყენო… არ მიყვარს ნამუშევრის დატოვება, აუცილებლად უნდა დავასრულო… და ვხატავ 1 საათში…. დრო რომ მქონდეს, ბევრად კარგად გამომივა, თუმცა მე მომწონს.
– ვინ არიან პირველი შემფასებლები? ვის უმადლით, რომ ხატავთ?
– დედა – რომელმაც არ დაიჯერა ჩემი ნამუშევარი, მკითხა, ვინ გამოგიგზავნაო… შემდგომ იტირა. მახსოვს, ძალიან ინერვიულა… სულ პირველად დედა და დადუ ნახულობენ.
– ჰობი…
– ვწერ ლექსებს, რომანებს, ბევრი ხელსაქმე მეხერხება, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს მზადება, რაც მამშვიდებს.
– ოჯახი…
– მარტოხელა დედა ვარ. ვცხოვრობთ ერთად მე ჩემი დედიკო და დადუ.
– გამოფენები… სამომავლო გეგმები.
– მქონდა ორი პერსონალური გამოფენა…. ჩემდა გასაოცრად, ამ სფეროში ვერ ვხედავ საკუთარ თავს… რომ მქონდეს საშუალება, ჩემს პროფესიას თავიდან დავეუფლებოდი.
თამარ შაიშმელაშვილი