ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე შუახნის მამაკაცი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი საპარკინგე სივრცეში მანქანის გაჩერების გამო მოხდა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) დაიწყო.