გორდულაძე – არასამთავრობოების ნაწილზე: პირდაპირი მნიშვნელობით ითხოვენ, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ ჰქონდეს

“პოლიტიკოსები ერთმანეთს აქამდეც ამხელდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯებს დგამდნენ, ევროპაში ოთახ-ოთახ დადიოდნენ და ითხოვდნენ, ქვეყანას არ მიეღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ახლა უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები ამხილეს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

დეპუტატის თქმით,  ეს ქვეყნის ინტერესების ღალატის მაგალითია.

“პირდაპირი მნიშვნელობით ითხოვენ, რომ ქართველ ხალხს უვიზო მიმოსვლა არ ჰქონდეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი როგორმე „ქართულ ოცნებას“ დაჰბრალდეს. რეალურად, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მის განაყოფ არასამთავრობო ორგანიზაციებს არაფერი აქვთ ქართველი ხალხის სასარგებლოდ სათქმელი და ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს და ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაჰბრალდეს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები