ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი: “ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით მონიტორინგი 100%-ზე ხორციელდება

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან მიმართებით მონიტორინგი 100%-ზე ხორციელდება. ყველა შემომწირველის შემოსავლები მოწმდება და ჯამდება”, – ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა პოლიტიკური პარტიების შემოწირულებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს სტანდარტია, რომ მონიტორინგის შედეგებს მოქალაქეები არჩევნებამდე გაეცნონ.

“ასევე მოწმდება აქტივობების, მათ შორის კონცერტების წარმომავლობა და ამის ანგარიშს ჩვენ საზოგადოებას გავაცნობთ. მიმდინარე საარჩევნო პროცესში ანტიკორუფციულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება, პოლიტიკურ პარტიებს 8-თვიანი ანგარიშები წარმოედგინათ. ეს თარიღი გახლდათ 31 აგვისტოს ჩათვლით. 31 აგვისტოს ჩათვლით ზოგმა პოლიტიკურმა პარტიამ ისევ აწარმოებინა ეს ანგარიშები და მათი უმრავლესობის ანგარიშები ანტიკორუფციულ ბიუროში წარმოდგენილია. ყველა ამ ანგარიშთან დაკავშირებით, რაც დეკლარაციაში აქვთ მითითებული, როგორც შემოსავლები, ისე გასავლები, ამავდროულად, მოწმდება ის აქტივობები, რომელიც შესაძლოა, რომ ანგარიშში მოცემული არ იყოს.

ჩვენი სტანდარტია, რომ მონიტორინგის შედეგებს მოქალაქეები არჩევნებამდე გაეცნონ. შესაბამისად, მომდინარე პროცესში ამ ანგარიშებზე მონიტორინგი დასრულებული იქნება“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები