დავით ნარმანია – ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე უახლოეს მომავალში ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არ არის

ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე უახლოეს მომავალში ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არაა. ამის შესახებ “საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის” (სემეკის) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“როგორც თქვენთვისაა ცნობილი, კომისიამ გასული წლის ბოლოს ელექტროენერგიის ტარიფი დაადგინა, 3 თეთრით შეამცირა. უახლოეს პერიოდში შემცირებული ტარიფის შენარჩუნება მოხდება. ამდენად, ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არ არის. ბუნებრივი გაზის სექტორშიც გრძელვადიანი ტარიფი დავადგინეთ, შესაბამისად, უახლოეს მომავალში ბუნებრივი გაზის ნაწილშიც ტარიფის რაიმე ფორმით ზრდა მოსალოდნელი არაა”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები