“ზურაბიშვილი ორი ერთმანეთზე გადაკიდებული ვაი პოლიტიკოსის შერიგების მცდელობით არის დაკავებული, რადგან დავალებას ასრულებს” – გორდულაძე

“სალომე ზურაბიშვილი ორი ერთმანეთზე გადაკიდებული ვაი პოლიტიკოსის შერიგების მცდელობით არის დაკავებული ერთი მიზეზით – ეს ადამიანი იღებს დავალებას და დავალების შესაბამისად მოქმედებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

„ქალბატონმა სალომე დრო გამონახა და შეიწყალა აქციების დროს დანაშაულში ბრალდებული ადამიანი, მაგრამ დრო ვერ გამონახა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამნისტიის შედეგად გათავისუფლდებიან. გამორიცხულია არ არის, პრეზიდენტმა ამნისტიის პროექტს ვეტო დაადოს“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიების გაერთიანების ჩაშლის მიზეზებად უნდობლობა, ეჭვი და ჩამოუყალიბებელი პოლიტიკური კულტურა დაასახელა. ამის შესახებ პრეზიდენტმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები