დიმიტრი ხუნდაძე: „ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება

„ქართულ ოცნებას“ არ სჭირდება არჩევნების გაყალბება, თავად საზოგადოებას და პოლიტიკურ გარემოს ეტყობა, რომ საზოგადოება „ქართული ოცნების“ გვერდით იქნება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ცდებიან ის წარმომადგენლები, რომლებიც საზოგადოებაზე ასეთი ზეწოლის ინსტრუმენტებს იყენებენ. რატომღაც, მათ არ იციან ქართველი ამომრჩევლის ბუნება. როდესაც ასეთი უსამართლო ინსტრუმენტებით ცდილობ, შეზღუდო, რა თქმა უნდა, ზამბარისებური რეაქცია იქნება და სწორედ ეს ზამბარისებური რეაქცია გამოიწვევს საარჩევნოდ უფრო მაღალ შედეგს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

დაბალი დეტონაციის რყევები იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ ხელისუფლება, როგორც ყოველთვის, დაიცავს კანონს და კანონი იქნება ძირითადი დამცველი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, პარტნიორების იმ ნაწილს, რომელიც ხელოვნურად შეეცდება, ისე როგორც „ისფედის“ ნაწილში შეეცადნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები გაეყალბებინათ, მათაც მოუწევთ რეალობის აღიარება და თუკი შეეცდებიან, გაყალბების მცდელობა სადმე დააფიქსირონ, მოუწევთ დაზუსტება, რატომ არის გაყალბებული. ასე, რომ „იმიტომ“ უბრალოდ არ გამოვა“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები