“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ხმალაძეებისა და ცენტრალური უბნის მოსახლეობას შეხვდა.

პარტიის პიარსამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს დელეგატმა შეაჯამა სოფელში განხორციელებული პროექტები. მიმდინარე წყალმომარაგების მასშტაბური პროექტის ფარგლებში უკვე მოეწყო წყალგაყვანილობის ქსელი.

შესაბამისად, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აღნიშნული სამუშაოების შემდეგ დაიწყო. დელეგატის თქმით, ძირითადი საგზაო ინფრასტრუქტურა სოფელში უკვე მოწესრიგებულია და მოსახლეობა, ამ ეტაპზე, საუბნო გზების მოწესრიგებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები