დიმიტრი ხუნდაძე – აშშ-სთან ურთიერთობაზე: ეს პროცესი აუცილებლად უნდა ჩადგეს კალაპოტში

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს ამერიკაში დაგეგმილ ვიზიტზე “იმედის” ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, აშშ-სთან ურთიერთობა კალაპოტში უნდა ჩადგეს.

„ჩვენი მხრიდან, ამ ვიზიტზე, მოვლენების მხოლოდ პოზიტიური განვითარების მოლოდინები იქნება.

ამ ურთიერთობების გადატვირთვა არჩევნებამდე ნაკლებად მოსალოდნელია, რადგან ცდილობენ რომ რამენაირად, 1-2% მაინც შემატონ სასულდგმულოდ ოპოზიციას. საბოლოო ჯამში, ყველა შეუთანხმებლობა შეთანხმებით სრულდება, ეს პროცესი აუცილებლად უნდა ჩადგეს კალაპოტში. ჩვენ მზად ვართ და ყოველთვის გამოვთქვამდით მზაობას კონსტრუქციული ურთიერთობისათვის. არსებობს პარტნიორული ურთიერთობის წესები და როდესაც ამ წესებით დავიწყებთ ურთიერთობას, რა თქმა უნდა ეს კალაპოტში თავისთავად ჩადგება“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები