კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დუმილის უფლებით სარგებლობს
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი დუმილის უფლებით სარგებლობს.
ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი, სალომე არდოტელი ავრცელებს.
“გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება”, – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაკავებულს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.