ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი “ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერის” და დღის ცენტრ „თებეს“ ბენეფიციარებს ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები გადასცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი ოთარ არბოლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ზაალიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ,,ხედვა, ზრუნვა, მხარდაჭერის” და დღის ცენტრ „თებეს“ ბენეფიციარებს ესტუმრნენ, საახალწლო საჩუქრები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი პირადად მიულოცეს.
ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.