1 ივნისს, ფოთის მერია პატარებს მრავლფეროვან საბავშვო პროგრამაზე იწვევს

1 ივნისს, ფოთის მერია პატარებს მრავალფეროვან საბავშვო პროგრამაზე იწვევს. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

,,1 ივნისს,  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ფოთში პატარებისთვის  მრავალფეროვანი და მხიარული ღონისძიება გაიმართება.

12:00 საათიდან  მოეწყობა საზეიმო მსვლელობა არჩილ ხორავას სახელობის სახელოვნებო სასწავლებლის მარშ ბენდის თანხლებით. აღმაშენებლის ხიდზე შესრულდება  ქორეოგრაფიული ნომერი  ,,მოცეკვავე ანბანი“ – სატელევიზიო პროექტ ,,ნიჭიერის” ფინალისტების, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,არგონავტების” მიერ.

ფოთის ცენტრალურ პარკში პატარებს ელოდებათ: გასართობი შოუ პროგრამა  ანიმატორებისა და ზღაპრის გმირებთან ერთად; აკაკი ჩხაიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრთან არსებული ხატვის სტუდია ,,მზესუმზირების“ აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა, სამეცნიერო პიკნიკი სტივ ჯობსისი ამერიკული აკადემიის ორგანიზებით; სპორტული სანახაობები; სამაგიდო თამაშები (ჭადრაკი, ნარდი, შაში);

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომელშიც  ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები მიიღებენ მონაწილეობას.

საზეიმო ღონისძიება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის და სპორტის სამსახურის ორგანიზებით ტარდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები