სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში მწვრთნელებსა და სპორტსმენებს შეხვდა

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ჯამბულატ მელაძესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მწვრთნელებს და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

,,შალვა გოგოლაძემ მწვრთნელებისგან მოისმინა მათი საჭიროებების შესახებ. შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტში  სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზებზე, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნასა და მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებებში ინვენტარისა და ეკიპირების საჭიროებებზე.

მინისტრმა სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის პროექტი გააცნო, რომელიც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში თანამედროვე მულტიფუნქციური კომპლექსები ასაშენებლად 2 მილიარდი ლარის დახარჯვას ითვალისწინებს.

მინისტრის განცხადებით ადგილობრივი სპორტული ორგანიზაციები უახლოეს პერიოდში ყველა საჭირო ინვენტარს და ეკიპირებას მიიღებენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები