პრეზიდენტი – ოპოზიციაზე: ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა ჰქონდეს მაგარი ქვეყანა – ამისთვის მოწადინებულია და რაში გვაკარგვინებენ დროს, რა უქნეს ახალგაზრდებს, სად წაიყვანეს და აღარ გამოჰყავთ ამ სიძულვილიდან
ქართველს აქვს რესურსი და შესაძლებლობა, იყოს მაგარი და გააკეთოს აქცენტი მის განვითარებაზე, ჰქონდეს მაგარი ქვეყანა. ამისთვის მოწადინებულია და რაში გვაკარგვინებენ დროს? რა უქნეს ამ ახალგაზრდებს, სად წაიყვანეს და აღარ გამოჰყავთ ამ სიძულვილიდან, ზიზღიდან. ამაზე მიკვდება გული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
„ოპოზიციის ქმედებები არის სულ მტრული, ეს ხომ კრიტიკა არ არის, რაღაც უკეთესის წარმოჩენა, არსებულზე ამბობს, არ არსებობსო, გეუბნება, ქართული ხელისუფლება არ არის, რუსულიაო. ეს არ არის ოპოზიცია. ამ ფონზე საზოგადოება, ჭკვიანი ქართველი, ჯერ კიდევ ვსწავლობთ ერთმანეთს. ძალიან დიდი დროა გასული იმის შემდეგ, როცა გქონდა თავისუფლება. ახლა კიდევ ვსწავლობთ, რამხელა შესაძლებლობები აქვს საქართველოს. შესაძლებლობებს როგორც კი აძლევ ჩვენს სპორტსმენებს, ჩანს, რამხელა წარმატებებს აძლევენ. ანალოგიურად, ქვეყანასაც იგივე შესაძლებლობები აქვს. წარმოუდგენელია, სხვანაირად იყოს“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.