“მოქმედებს რეფერენტული ფასები, ანუ ფასებს ადგენს სახელმწიფო, დაახლოებით მედიკამენტების ორ მესამედზე უკვე არსებობს რეფერენტული ფასები”, – ამის შესახებ საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან გოგიბერიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ფასებზე კონტროლი ფარმაცევტული სექტორის მხარე არ არის.
„ფასებზე კონტროლი არ არის ფარმაცევტული სექტორის მხარე, ამას გვიდგენს სახელმწიფო, არ ვიცი რა შემოთავაზებები იქნება. თუ საუბარია ისეთ პარასამკურნალო საშუალებებზე, რომლებსაც ეს რეგულაცია არ ეხება, ეს არის მოვლის საშუალებები, ბავშვთა მოვლის, კვების და ა.შ. იქ არ ვიცი რა რესურსია, რა საშუალებებს გამონახავს სექტორი, რომ ფასებმა დაიწიოს“, – აღნიშნა ლევან გოგიბერიძემ.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო ჯგუფის წევრები ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრის მიზანი ფასების რეგულირებაა.