„მიხეილ სააკაშვილს ამერიკის საკონსულომ სამუშაო ვიზა არ მისცა“
მიხეილ სააკაშვილს ამერიკის საკონსულომ სამუშაო ვიზა არ მისცა და ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარ ოფისში დიდი გლოვა აქვთ გამოცხადებული -ამის შესახებ გაზეთი „ალია“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
„ამ ინფორმაციის უტყუარობა მალე გაირკვევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ პარტიის ოფისში დიდი პანიკაა, ნიშნავს, რომ ვიზასთან დაკავშირებული ინფორმაცია სარწმუნო უნდა იყოს და ამიტომაცაა, რომ „ნაცებს“ დანა კბილს არ უხსნით. ჩვენთვის უცნობია, ეს ინფორმაცია პარტიის ლიდერებს სააკაშვილმა დაუდასტურა თუ არა, თუმცა ლოგიკურად, ეს ინფორმაცია პარტიის ლიდერებს თავად სააკაშვილისგან უნდა ჰქონდეთ, ან იმ ადამიანისგან, ვისაც მიშამ ეს ამბავი უთხრა. სააკაშვილისთვის სამუშაო ვიზის არმიცემას, ერთი ფაქტი კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის. მაისში საქართველოს ექსპრეზიდენტს სამსახურზე უარი უთხრა ტაფტის უნივერსიტეტმა. უნივერსიტეტმა განცხადებაც გააკეთა, რომ სააკაშვილთან კონტრაქტი შეწყვიტა და არც მომავალში აპირებს მასთან თანამშრომლობას,“ – წერს გამოცემა.