თუ პუტინი თურქეთში ჩასვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს ამ ომის დასრულება არ სურს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებების ნებისმიერი ფორმატისთვის არის მზად, თუმცა, ცეცხლის შეწყვეტა მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

ანდრეი ერმაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკება შეუძლებელია, როდესაც უკრაინელი ხალხი 24 საათის განმავლობაში რუსული რაკეტებისა და დრონების თავდასხმის ქვეშაა, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დამყარება მნიშვნელოვანი და აუცილებელი წინაპირობაა.

„ჩვენ დავადასტურეთ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზადაა და თურქეთში ჩავა. გუშინ პრეზიდენტი ტრამპისგან ძალიან მკაფიო განცხადება გაკეთდა, რომ ის ორივე ლიდერის თურქეთში ყოფნას ელის. მე ვფიქრობ, რომ თუ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ჩამოსვლაზე უარს იტყვის, ეს იქნება ბოლო სიგნალი იმისა, რომ რუსეთს არ სურს ამ ომის დასრულება, რომ რუსეთს არ სურს და არ არის მზად რაიმე მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მანვე დასძინა, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, ამას შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაქცია უნდა მოჰყვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები