კახა კალაძე: ვიზიარებ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მისი ახლობლების, ქართული თეატრალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მსახიობი ზურა ბერიკაშვილი გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“ვწუხვარ ცნობილი ქართველი მსახიობის, ზურაბ ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო.

კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი გამოაკლდა ჩვენს ქალაქს, ქართულ თეატრს, მაყურებელს.

ვიზიარებ ზურაბ ბერიკაშვილის ოჯახის, მისი ახლობლების, ქართული თეატრალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს!”,- აღნიშნულია კალაძის ფეისბუკ პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები