ბავარიაში გერმანელი სამხედროების მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი სირიელი დააკავეს
ბავარიაში გერმანელი სამხედროების მკვლელობის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი სირიელი დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, 27 წლის სირიელი რადიკალური ისლამისტური შეხედულებით, ბავარიის ქალაქ ჰოფში, გერმანელი სამხედროების მაჩეტეს გამოყენებით მოკვლას გეგმავდა. ეჭვმიტანილმა 40 სანტიმეტრის სიგრძის ორი მაჩეტე შეიძინა.
„ამ ქმედებით, ბრალდებულს სურდა, ყურადღების მიპყრობა და მოსახლეობაში გაურკვევლობის გრძნობის დათესვა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
გერმანიაში, ბოლო დროს, მიგრანტების მიერ განხორციელებული რამდენიმე თავდასხმის შემდეგ, ხელისუფლებამ სასაზღვრო კონტროლი გაამკაცრა. აგვისტოში, ქალაქ ზოლინგენში, დანით თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.