ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი ისე დაიწყო, რომ არ იცოდა, შეუერთდებოდა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა.
თუმცა, როგორც მან აღნიშნა, ისრაელი დარწმუნებული იყო, აშშ ქვეყანას თავდაცვაში დაეხმარებოდა.
„თავდაცვაში ვიცოდით, რომ ისინი [აშშ] ჩვენთან იყვნენ – და მათ საოცარი სამუშაო გასწიეს“, – თქვა კაცმა.
მან ასევე აღიარა, რომ ისრაელმა არ იცის ირანის მთელი გამდიდრებული ურანის ადგილსამყოფელი, მაგრამ განაცხადა, რომ მისმა სამხედრო დარტყმებმა თეირანის გამდიდრების შესაძლებლობები გაანადგურა.
„თავად ურანი, მასალა, თავდასხმის სამიზნე არ იყო“, – აღნიშნა მან.
ამასთან, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელი ირანის უზენაეს ლიდერ აიათოლა ალი ხამენეის მოკლავდა, „თუ ის ჩვენი სამიზნე იქნებოდა“.