ივანე მაჩაბლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მაჩაბლობა – 2025“ გაიმართება

 28 ივნისს წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში ივანე მაჩაბლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება „მაჩაბლობა – 2025“ გაიმართება.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია მეორე წელია აღნიშნავს „მაჩაბლობას“. მათივე ინფორმაციით, მაჩაბლის სახელობის სკვერის და მისი ბიუსტის დადგმის ნიშნულის განთავსების ცერემონია იგეგმება.
12.00 – დღესასწაულის „მაჩაბლობა – 2025“ პრეზენტაცია.
სიტყვით გამომსვლელები; მაჩაბლების ცნობილი საჭადრაკო პარტიების გათამაშება.
12.30 – შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანები.
12.45 – დაჯილდოების ცერემონიალი
13.00 – მაჩაბლების სახელობის სკვერის და ივ. მაჩაბლის ბიუსტის დადგმის ნიშნულის განთავსების ცერემონიალი.
13.15 – ფურშეტი ივ. მაჩაბლის მუზეუმი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები