რუსეთმა და უკრაინამ, სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს
რუსეთმა და უკრაინამ, სტამბოლის შეთანხმების ფარგლებში, ტყვეების გაცვლის მორიგი ეტაპი განახორციელეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს.
„ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ყველა ვიპოვოთ, თითოეული სახელის შესახებ გადავამოწმოთ ინფორმაცია. ყველა უნდა დავაბრუნოთ სახლში. მადლობა ყველას, ვინც ამაში გვეხმარება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.