POLITICO: უნგრეთის მთავრობა მზად არის, ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს

უნგრეთის მთავრობა მზად არის, ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს, –  ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ბრიუსელსა და ბუდაპეშტს შორის სამართლებრივი ბრძოლა ეხება ჯარიმას, როდესაც 2024 წლის ივნისში, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა თავშესაფრის მაძიებლების უკანონო დაკავებისა და მათი დეპორტაციის გამო.

სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთმა ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და განსაკუთრებით სერიოზული დარღვევა ჩაიდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები