“დღეს  ეს ქვეყანა უკვე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს” – მდინარაძე

“თქვენ წარმოგედგინათ 10 წლის წინ, სხვადასხვას დასავლური ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ არ მიიღოთ ეს კანონიო და საქართველო მაინც გაბედავდა ამის გაკეთებას?! ეს იცით რისი ინდიკატორია? ჩვენ შევძელით დამოუკიდებლობა ყველასგან და დამოუკიდებლობა ყველასგან მათთვის რუსული საქმეა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ღამის კურიერში,, ისაუბრა.

მდინარაძის თქმით, დამოუკიდებლობა რუსეთისგან, სხვა მეგობარი ქვეყნებისგან შესაძლებელია.

“დღეს  ეს ქვეყანა უკვე დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს. ჩვენ ყოველთვის ვუწევდით ანგარიშს სხვადასხვა ქვეყანას, სხვადასხვა ძალას. მაგალითად, 2017 წელს ნინო ლომჯარია რატომ ავირჩიეთ სახალხო დამცველად, ვერ ვუხსნით საკუთარ თანაგუნდელებს. არ გვქონდა იმისი ძალა, რომ შევწინააღმდეგებოდით და დღეს, ამის ძალა გვაქვს.

ბევრ რამეში ვუწევდით ანგარიშს და დღესაც ვუწევთ რაღაცებში, ოღონდ დღეს ვუწევთ პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში, ჩვენ არ გადავდივართ წითელ ხაზებს, ბევრ რამეს არ ვლაპარაკობთ და ამას ვუფრთხილდებით. ღმერთმა არ ქნას, რომ ამისი გაფრთხილება იყოს მეორეხარისხოვანი და სასწორზე დადგეს გადარჩენა არ გადარჩენის საკითხი იმგვარად, რომ ჩვენ წითელი ხაზებთან მიახლოება ან გადალახვა მოგვიწიოს,”- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები