11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. ამ დღეს, ტერორისტული ორგანიზაცია ალ ქაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს.
2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა. მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ორივე შენობა – 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები, 2 საათზე ნაკლებ დროში განადგურდა. ერთი თვითმფრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას. ხოლო მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, რომელშიდაც ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა.
ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
გამტაცებელთა უმეტესობა საუდის არაბეთიდან იყო და ისლამური ტერორისტული დაჯგუფების წევრები იყვნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტი დაგეგმა ცნობილმა იემენელმა ტერორისტმა და ალ-ქაიდას დამფუძნებელმა, ოსამა ბინ ლადენმა. სწორედ ის გახდა მოგვიანებით 9/11 ტერაქტზე პასუხისმგებელი პირი.
ამერიკის შეერთებული შტატებისაგან დაღუპულთა ოჯახებმა დახმარების სახით, ჯამში, 7 მილიარდი დოლარი მიიღეს.
ცათამბჯენების ადგილას ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია.