ვახტანგ ჩოჩია – როთზე: მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე მას გერმანიაში ჰქონდა

,,ქართული ოცნების” წევრი ვახტანგ ჩოჩია გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის საქართველოში ვიზიტს „ქრონიკასთან“ საუბრისას გამოეხმაურა.

„მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე თვალსაჩინო ადგილი უკავია საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეობას. მან, ფაქტობრივად, უფრო მეტი პოპულარობა დააგროვა ქართულ „ნაც ბაბლში“, ვიდრე ჰქონდა პოპულარობა გერმანიაში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ის ცდილობს საკუთარი პლუსების დაწერას ამ „ნაც ლიბერალურ ბაბლთან“, – აღნიშნა ვახტანგ ჩოჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები