საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა
“ერთა ლიგის“ მეორე ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთის ნაკრებს მოუგო. ანგარიში 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია. მატჩი ტირანაში მიმდინარეობდა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრები ანგარიშით 4:1 დაამარცხა.