გორის მერია: პატარა გარეჯვარში ბავშვთა გასართობი სივრცის  მოწყობა მიმდინარეობს

გორის მერიის ინფორმაციით, პატარა გარეჯვარში ბავშვთა გასართობი სივრცის  მოწყობა მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით მოეწყობა კაუჩუკის მოედანი, ატრაქციონები, ბორდიურები.

“სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“-ის ფარგლებში ხორციელდება.

პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები