სიკორსკი: აშშ უკრაინაში კონფლიქტის გამო მოთმინებას კარგავს

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო აშშ მოთმინებას კარგავს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ტელეარხ „პოლსატის“ ეთერში განაცხადა.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ როგორც ნატოს მინისტერიალზე, ასევე მასთან საუბარში თქვა, რომ შეერთებული შტატები მოთმინებას კარგავს, რადგან პროგრესი არ არის“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

მანვე განმარტა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას ესმის, თუ რამდენად შორს არის რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებების პოზიციები.

„მათ ძალის გამოყენებით ჩაატარეს დაზვერვა. აღმოჩნდა, რომ ე.წ. წითელი ხაზები, რუსეთისა და უკრაინის პოზიციები, იმდენად დაშორებულია ერთმანეთისგან, რომ მათი კოორდინაცია ამ ეტაპზე შეუძლებელი იქნება“, – განაცხადა სიკორსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები