„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ო.კ. და 1993 წელს დაბადებული მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქე მ.პ. დააკავეს,“- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ”, „კლეფედრონი“ და „მეთადონი“.
პოლიციამ,ასევე, ამოიღო ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს,“- ნათქვამია ინფორმაციაში.