ზესტაფონში ორი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ზესტაფონში, ქალაქის მე-2 და მე-4 საჯარო სკოლების სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

მათივე ცნობით, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად სკოლებში მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახები, ექიმის კაბინეტი, სპორტული ინფრასტრუქტურა, განთავსდება ლიფტი. სკოლები აღიჭურვება შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით. სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა, ვიცე მერთან გიორგი ჯუღელთან ერთად დაათვალიერა.

გველესიანის თქმით, სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება პრიორიტეტულია.

“სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ქვეყნისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენს მუნიციპალიტეტში 1500-მდე მოსწავლეს, უმოკლეს დროში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურა დახვდებათ სკოლებში”, – აღნიშნა ვასილ გველესიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები