ლევან მახაშვილი: იმიტომ არ მოეწონა ბევრს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომ მათ სურვილი ჰქონდათ იმაზე, რომ დაეზიანებინათ საარჩევნო პროცესი და საბოლოო ჯამში ჩაეშალათ არჩევნები, ან არჩევნების შედეგები

იმიტომ არ მოეწონა ბევრს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, რომ მათ აქცენტი და სურვილი ჰქონდათ იმაზე, რომ მაქსიმალურად დაეზიანებინათ საარჩევნო პროცესი და საბოლოო ჯამში ჩაეშალათ ან თავად არჩევნები, ან არჩევნების შედეგებზე გაჩენილიყო უამრავი კითხვის ნიშანი, – ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

„ეს აწყობთ, რამდენადაც აქ არევენ სიტუაციას, დაძაბულობა იქნება, იმდენად უცხოეთიდან ექნებათ ზურგი და მხარდაჭერა“, – აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი სთავაზობს ყველა მსჯავრდებულ პოლიტიკოსს, მიმართონ განცხადებით შეწყალების შესახებ და დაადასტურონ სურვილი არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. ამ შემთხვევაში, პრეზიდენტის თქმით, დაუყოვნებლივ გამოსცემს აქტს შესაბამისი მსჯავრდებულების შეწყალების თაობაზე. თავის მხრივ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აღნიშნულ შეთავაზებაზე უარს აცხადებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები