დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა

დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით კიდევ ერთი პროექტი განხორციელდა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორში ჭრა – კერვა – მოდელირების სასწავლო კურსი 30-მა ახალგაზრდამ გაიარა.

“გარდა ჭრა – კერვა – მოდელირების შესწავლისა, პროექტის ბენეფიციარები დაეუფლნენ და განივითარეს სამეწარმეო და ფონდების მოძიების უნარ-ჩვევები.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა.

სასწავლო პროგრამა ორგანიზაციამ „ნაბიჯი განვითარებისათვის“ პროექტის „ქალთა გაძლიერება, სწავლება – გადამზადების გზით” ფარგლებში განახორციელა”,- წერია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები