პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს სამი ქართველი იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დღეს ორი ქართველი, რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე იასპარეზებენ.

67 კგ წონით კატეგორიის 1/8-ფინალში რამაზ ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდება. წარმატების შემთხვევაში კი უკრაინელ ფავრიზ ნასინოვსა და სერბ მატე ნემესს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

87კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე 1/8-ფინალში ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარას შეხვდება, მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი მისი მეტოქე, ბულგარელი სემენ ნოვიკოვსა და დანიელ ტურპალ ბისულთანოვს შორის გამარჯვებული იქნება.

აღნიშნული შეხვედრები 13.00 საათიდან დაიწყება.

გარდა ამისა, ძალოსნობაში 61 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს შოთა მიშველიძე. კაცთა შორის ძალოსნობაში 61 კილოგრამ წონით კატეგორიის შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები