ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„საუბარი შეეხო მიწის სისტემური რეგისტრაციის არეალებს, რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებსა და სამართლებრივ გარანტიებს, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სააგენტოს წარმომადგენლებმა, დასმულ შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

შეხვედრას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ესწრებოდა, მისივე თქმით, მიწის საკუთრების კანონიერად აღიარება შეამცირებს დავებს და კონფლიქტებს, გაზრდის ქონების ღირებულებას.

მიწის სისტემური რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, 59 მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

პროექტით სარგებლობა არის უფასო.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში აზომვითი სამუშაოები სტეფანწმინდის, სიონისა და სნოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები