“ტერორიზმისა და შეთქმულების საქმე” – სუსში გამოკითხვები გრძელდება

ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონკრეტულ პირთა გამოკითხვები გრძელდება.

“კურიერის” ინფორმაციით, დღეს კიდევ რამდენიმე მოწმე დაიკითხება, მათ შორის, ჩეჩნეთის მოქალაქე, საქართველოში მცხოვრები ქისტები, რომელთაც კავშირები აქვთ უკრაინაში მყოფ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

გამოკითხვაზე მისული ერთ-ერთი პირი მაგომედ იჟიევი მოწმის სახით დაიკითხება.

“საქართველოში ვცხოვრობ. ბიზნესმენი არ ვარ, საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ”,  – განაცხადა მაგომედ იჟიევმა მედიასთან.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს იძიებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები