საქართველოს ქალთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელარუსს შეხვდება
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ბელარუსის ნაკრებთან გამართავს.
11 ივლისს ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში გუნდის ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა.
საქართველოს და ბელარუსის ქალთა ნაკრები გუნდების შეხვედრა 12 ივლისს, 20:00 საათზე, „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება.
მატჩზე დასწრება თავისუფალია.