მერია: ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება.

მერიის ცნობით, ამჯერად, ანასეულში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სუბტროპიკების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილეებთან, გიორგი ღურჯუმელიძესთან და ნიკა ბოლქვაძესთან ერთად გაეცნო.

„ვასრულებთ კიდევ ერთ დაპირებას და ანასეულში, სუბტროპიკების ქუჩაზე გზის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. გზის ახალ საფართან ერთად, რომლის სიგრძეც 1. 816 კილომეტრია – ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები და მგზავრთა მოსაცდელები მოეწყობა. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები