ლევან კობიაშვილი: მნიშვნელოვანია ის დახმარება, რაც ფონდი „ქართუსგან“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო ჩვენმა გუნდმა, მისთვის არავის უთხოვია, თავისი ნებით გამოყო ეს თანხა

მნიშვნელოვანია ის დახმარება, რაც ფონდი „ქართუსგან“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო ჩვენმა გუნდმა, მისთვის არავის უთხოვია, თავისი ნებით გამოყო ეს თანხა, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილი „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ხაზი უნდა გავუსვათ, ის დახმარება და ის დაფასება რაც ფონდი „ქართუსგან“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო ჩვენმა გუნდმა. ეს არის ძალიან დიდი დახმარება და ძალიან დიდი პატივისცემა მისი მხრიდან. მისთვის არავის უთხოვია, თავისი ნებით გამოყო ეს თანხა და ამის გამო მადლიერები ვართ მთელი გუნდი. მნიშვნელოვანია თითოეული მოთამაშისთვის, რომ მსგავსი დაფასება ხდება“, – აღნიშნა კობიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები