კიოლნში, Josef-Lammerting-Allee-ზე საქართველოს გულშემატკივრისთვის შეხვედრის ადგილი ფუნქციონირებს – ეროვნული ნაკრები ინფორმაციას ავრცელებს

ესპანეთი-საქართველოს მატჩთან დაკავშირებით, ეროვნული ნაკრები ქართველი გულშემატკივრისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

“მსვლელობა Josef-Lammerting-Allee-დან!

30 ივნისს, 16:00 საათიდან ესპანეთი-საქართველოს მატჩის დაწყებამდე კიოლნში, Josef-Lammerting-Allee-ზე საქართველოს გულშემატკივრისთვის შეხვედრის ადგილი ფუნქციონირებს.

18:30 საათიდან დაიწყება მსვლელობა სტადიონისკენ.

გელოდებით! ერთად ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები