ლელა სეთიელი: ვეძებ შვილს! იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ

სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ლელა სეთიელმა Facebook-ჯგუფში – „ვეძებ“ – პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ დაკარგულ შვილს ეძებს.

„ვეძებ შვილს! კარგად დააკვირდით იქნებ ვინმემ სადმე დაინახეთ გთხოვთ თითოეულ ფეისბუქ მეგობარს, პოსტი არ გაატაროთ, გთხოვთ იქნებ სადმე ვინმემ დაინახეთ, მომწერეთ.. გააზიარეთ პოსტი გ ე მ უ დ ა რ ე ბ ი თ! უფალმა დაგლოცოთ, მაპოვნინეთ, გთხოვთ! თბილისში ვერაზე, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლში ცხოვრობდა. ვერიდან, მელიქიშვილის N45-დან გავიდა და გაუჩინარდა. პაატა გელოვანი“, – აღნიშნულია პოსტში.

ცნობისთვის, პაატა გელოვანი სახლიდან 2014 წლის 4 ნოემბერს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები