ვედანტ პატელი: მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა

როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ასევე გავაგრძელოთ საქართველოს მთავრობის შესაბამის ოფიციალურ პირებთან ჩართულობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

პატელს ჟურნალისტმა ალექს რაუფოღლუმ კითხვა დაუსვა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვაშინგტონში მიწვევაზე.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ამ ოთახში იმ კანონმდებლობაზე, რომელიც იქნა მიღებული. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩართულები ვიყოთ შესაბამის მაღალჩინოსნებთან საქართველოს მთავრობიდან. ეს არის ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს რიგი საკითხები, რომლებიც გვინდა, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში. როდესაც საქმე ეხება ამ კონკრეტულ კანონმდებლობას, თქვენ ჩემგან და მეთიუსგან მოისმინეთ იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც გვაქვს და იმაზეც, რომ, ჩვენი აზრით, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში მისწრაფებას. ჩვენ უწინდებურად გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ჩართულობა. ასევე, რჩება სხვა პრობლემებიც, ეჭვგარეშეა, რომ მათთან ამაზე ვისაუბრებთ“, – განაცხადა ვედანტ პატელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები